გვერდები

Monday, November 7, 2011

სასწავლო პროექტის გეგმა

1.პროექტის სახელწოდება
ნ.ბარათაშვილი და თანამედროვეობა.
2.პროექტის მთავარი იდეა {თემა} 1–2 წინადადებით
მარტოსულობა მაშინ და დღეს.
3.პროექტის აქტუალობა
საინტერესო მასალის მოძიება, ინტერვიუების აღება, პრეზენტაცია
4.პროექტის მიზნები
ბავშვები უშუალოდ თვითონ შევიდნენ კონტაქტში ობოლ და სულიერად ობოლ ადამიანებთან და პირადად გაეცნონ მათ ცხოვრებას.
5.მონაწილეთა ასაკი
14–15 წელი.
6.ვადები/ხანგრძლივობა
2 კვირა.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნეს
ბავშვების ერთსულოვნება, ისინი თვითონ დამოუკიდებლად შექმნიან ბლოგებს, სადაც განთავსდება მათი ნამუშევრები.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
სახელმძღვანელო, ფოტოაპარატი, ტრანსპორტი, კომპიუტერი.
9.პროექტის მსვლელობა {ძირითადი აქტივობები}
პროექტისთვის შევარჩიეთ თემად საგაკვეთილო მასალა, დავყავი კლასი ჯგუფებად, თითოეულ ჯგუფს დაევალა მუშაობა თავისი გეგმის მიხედვით, დაინიშნა ჯგუფის ლიდერები, რომლებსაც დაევალათ კონკრეტული საქმის პასუხისმგებლობა.
ერთ ჯგუფს დაევალა გასვლა მტკვრის პირას, გადაეღოთ სურათები, შეეგრძნოთ ის სილამაზე და დაუფლებოდათ ის განცდა, რაც შეიძლება ეგრძნო ბარათაშვილს.
მეორე ჯგუფი გავა და ინტერვიუებს აიღებს წინასწარ მოძიებულ სულით ობოლ ადამიანებისგან და მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სახლში თავიანთ თანატოლებისაგან.
მესამე ჯგუფი დაამუშავებს ჩანახატებს თემაზე: მარტოსულობა და ობლობა.
მეოთხე ჯგუფი იმუშავებს თემაზე: "არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს"...

10.საგნებთან/საგნობრივ ჯგ./ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
ქართული ლიტერატურა, კავშირი აქვს ხელოვნებასთან, ბავშვები აღიქვამენ სილამაზეს.

ქართ. VIII. 10. მოსწავლეს შეუძლია წერილობით გადმოსცეს საკუთარი თვალსაზრისი, იმსჯელოს კონკრეტულ საკითხზე სათანადო არგუმენტების მოხმობით.  

11.პროექტის ხელ–ლი {მასწავლებელი}
გიული ნატროშვილი
12.ხელმძღვანელის ელ–ფოსტა
giulinatroshvili@gmail.com
13.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი
giulinatroshvili.blogspot.com